LIVE

ინსულტისა და ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციას დავაფინანსებთ - აზარაშვილი

09 ნოე 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1039
ინსულტისა და ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციას დავაფინანსებთ - აზარაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, ასევე თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია, ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

შესაბამისი ცვლილება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში შევა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან წლიურად 11 მლნ ლარი დაიხარჯება.

„წლის განმავლობაში, ასეთი დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს. იმ კლინიკებში, სადაც მოქალაქეები რეაბილიტაციას ჩაიტარებენ, მკურნალობას დავაფინანსებთ. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვმუშაობთ, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე, როცა ინსულტის შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები რეაგირებას მაქსიმალურად სწრაფად მოახდენენ და პაციენტებს ჩვენების მიხედვით იმ კონკრეტულ კლინიკებში მიიყვანენ, სადაც მათ ოპერატიულად დაეხმარებიან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის ინფორმაციით, პროგრამა რეაბილიტაციის სრულ კურსს მოიცავს.