LIVE

ქვრივიშვილი: easyjet-თან გვაქვს მოლაპარაკება ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებზე

09 ნოე 202211:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 931
ქვრივიშვილი: easyjet-თან გვაქვს მოლაპარაკება ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებზე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე ლონდონსა და თბილისს შორის easyjet-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია easyjet-თან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების ნაკადების მატებას.

"გამოფენის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა გამოვყოფდი easyjet-ს, რომელთანაც გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება, რომ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ლონდონსა და თბილისს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ბრიტანეთი და პირდაპირი რეისების არსებობა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

უწყების თანახმად, ქვრივიშვილი დიდ ბრიტანეთში ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, WTM London-ის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს გამოფენაში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების, საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.