
2022 წლის მე-2 კვარტალში მსოფლიოში სმარტფონების მიწოდება, გასულ წელთან შედარებით, 9%-ით შემცირდა და 297,8 მილიონი ერთეული შეადგინა.
კვლევითი ფირმა Canalys-ის ანგარიშის მიხედვით, მიწოდების ვარდნის მიზეზი შემცირებული მოთხოვნაა.
8%-იანი ვარდნის მიუხედავად, ბაზრის ლიდერი კვლავ Samsung-ია. კომპანიის მიერ გაყიდული სმარტფონები 64,1 მილიონ ერთეულს აღწევს.
Apple-მა ერთი წლის განმავლობაში 53 მილიონი iPhone გაყიდა, რაც ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, კომპანიის მიერ გაყიდული ერთეულების რიცხვი 8%-ით გაიზარდა.
ორი კვარტლის განმავლობაში ორნიშნა კლების შემდეგ, აპრილ-ივნისში Xiaomi-ს კვლავ 8%-იანი ვარდნა აქვს. ჩინურმა კომპანიამ 40,5 მილიონი ერთეული გაყიდა.
მობილური ტელეფონების ბაზარზე მე-4 და მე-5 ადგილი ასევე, ჩინურმა კომპანიებმა: OPPO და vivo-მ დაიკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა გასულ წელთან შედარებით, 20%-ით ნაკლები ტელეფონი გაყიდა.