
ევროზონაში ინფლაციამ მოსალოდნელ მაჩვენებელს გადააჭარბა და მორიგ რეკორდულ დონეს მიაღწია, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შემდგომ ზრდაზე მიუთითებს.
გასულ თვესთან შედარებით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ზრდა ევროზონის 19 ქვეყანაში 9,9%-დან 10,7%-მდე დაჩქარდა, რაც Reuters-ის პროგნოზს - 10,2%-ს აჭარბებს. ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში.
Euro area #inflation up to 10.7% in October 2022: energy +41.9%, food, alcohol & tobacco +13.1%, other goods +6.0%, services +4.4% - flash estimate https://t.co/b9t9sOMDLM pic.twitter.com/NbsakF4eVe
ფასების ზრდის მთავარ კონტრიბუტორად რჩება ენერგია. ამავე დროს, მკვეთრად გაიზარდა სურსათისა და იმპორტირებული საქონლის ფასიც. მომსახურების სფერომ ამჯერად უმნიშვნელო როლი ითამაშა.
გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მორიგ ჯერზე მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 1.5%-მდე გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბანკი დეკემბერში პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს. მიუხედავად ამისა, ტრეიდერები, მოსალოდნელი რეცესიისა და გაზის რეკორდულად გაძვირების ფონზე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შენელებას ელიან.