
ნავთობის ფასი დღეს $1-ზე მეტად დაეცა. ბრენტის ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე 1,2%-ით დაეცა და $94,67 შეადგინა.
ამერიკული West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი პარასკევს 1,3%-იანი კლების შემდეგ, დღეს კიდევ 1,2%-ით $86,83-მდე შემცირდა.
მიუხედავად ამისა, როგორც ბრენტის, ასევე WTI ნავთობი, მაისის შემდეგ პირველად, თვიურ ჭრილში 7.7% და 9.3%-იანი ზრდის ტენდენციას აჩვენებენ.
ნავთობის ფასის უახლესი კლება გახანგრძლივებული კოვიდრეგულაციების ფონზე, ჩინეთში ქარხნების აქტივობის მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება.
ჩინეთში, ნედლი ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში, COVID-19-ის მკაცრმა შეზღუდვამ შეასუსტა ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობა, რაც ნავთობის მოთხოვნაზე აისახა.
ჩინეთის ნედლი ნავთობის იმპორტი წლის პირველ სამ კვარტალში 4,3%-ით დაეცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2014 წლის შემდეგ ამ პერიოდისთვის პირველი შემთხვევაა.