LIVE

რუსეთის ცენტრალური ბანკი: ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა

27 ოქტ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 392
რუსეთის ცენტრალური ბანკი: ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა

რუსეთში შინამეურნეობებში მომავალი წლის ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა და 12,8% შეადგინა. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 12,5% იყო.

ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღით უსწრებს რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მის გადაწყვეტილებას.

ბანკმა განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში შინამეურნეობების ინფლაციურ მოლოდინებს დიდი ყურადღება ექცევა.

რუსეთის ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების უმრავლესობა მოელის, რომ ბანკი ხვალ რეფინანსირების განაკვეთს 7,5%-ზე შეინარჩუნებს, რადგან გეოპოლიტიკური გაურკვევლობა სამომხმარებლო მოთხოვნას ამცირებს.