LIVE

Tesla-ს გაყიდვები პროგნოზირებულზე ნელი ტემპით იზრდება

22 ოქტ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 480
Tesla-ს გაყიდვები პროგნოზირებულზე ნელი ტემპით იზრდება

Tesla-ს მიერ გამოქვეყნებული მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი პროგნოზებს ჩამორჩება. 

უფრო ზუსტად, კომპანიამ ჯამში 343 000 მანქანა გაყიდა, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ წინასწარი მოლოდინებით გაყიდვები 50%-ით უნდა გაზრდილიყო. ამასთან, მიღებულმა შემოსავალმა $21,5 მილიარდი შეადგინა, რაც 56%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, მაგრამ ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $22 მილიარდს მცირედით მაინც ჩამორჩება.

პროგნოზირებულზე ნაკლებად გაზრდილი გაყიდვები კი ბაზარზე მოთხოვნის შესაძლო შემცირების რისკს აჩენს. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურად ფასების ზრდის, სესხის აღების მაღალი ხარჯების და ზოგადად ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, Tesla-ს მომხმარებლები პროდუქტის შეძენისგან თავს იკავებენ. 

მიუხედავად ამისა, ელექტრო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლის დამფუძნებელი, ილონ მასკი ოპტიმიზმს მაინც არ კარგავს. მისი თქმით, მეოთხე კვარტალში მიზანი მიღწეული იქნება.

"კომპანია კვლავ მოუთმენლად ელის რეკორდულ მეოთხე კვარტალს. ასე რომ, ნამდვილად, დააკაკუნეთ ხეზე, როგორც ჩანს, წლის ეპიკური დასასრული გვექნება", - აღნიშნა ილონ მასკმა.

აღსანიშნავია, რომ განახლებული მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, Tesla-ს აქციები 6%-ით დაეცა.