LIVE

ნავთობი ისევ გაძვირდა - ბარელის ფასი $92-ს აჭარბებს

17 ოქტ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
ნავთობი ისევ გაძვირდა - ბარელის ფასი $92-ს აჭარბებს

ნავთობი ისევ გაძვირდა. გასულ კვირას 6.4%-იანი ვარდნის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 0.88%-ით გაიზარდა და $92.44 შეადგინა.

აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი გასული კვირის 7,6%-იანი კლების შემდეგ, ბარელზე 0,84%-ით, $86,33-მდე გაიზარდა. 

ნავთობის ფასის ზრდას წინ უძღოდა ჩინეთის მიერ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად გატარებული ლიკვიდურობის ზომები, რამაც ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორის მხრიდან საწვავზე მოთხოვნის გაზრდის იმედი გააჩინა.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს უცვლელად შეინარჩუნა რეფინანსირების განაკვეთი.

ეროვნული ენერგეტიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის დღევანდელი განაცხადებით, ქვეყანა მნიშვნელოვნად გაზრდის შიდა ენერგო მომარაგებას და გააძლიერებს რისკის კონტროლს ძირითად საქონელზე, მათ შორის ქვანახშირზე, ნავთობზე, გაზსა და ელექტროენერგიაზე.