LIVE

Netflix-ი ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს

16 თებ 202114:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
Netflix-ი ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს
Valerie Macon/AFP/Getty Images

Hulu-ს შემდეგ, ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს Netflix-ი გადაიღებს. 

ფილმის სახელწოდება და გამოსვლის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, მასზე მუშაობა Hulu-ს “Framing Britney Spears”-ის დებიუტამდე დაიწყო. 

პროექტს ხელმძღვანელობს კინორეჟისორი ერინ ლი კარი, რომლის ძირითადი მიმართულება კრიმინალური დოკუმენტური ფილმებია.  

ცოტა ხნის წინ გამოსული New York Times-სა და Hulu-ს ერთობლივი ფილმი “Framing Britney Spears” მსჯელობის საგანი გახდა. Hulu-ს ფილმში ნაჩვენებია მედიის მიზოგინური მიდგომა, რაც სპირსის კარიერის ნაწილია და კონტროლი, რომელსაც მამა მომღერლის წინააღმდეგ ახორციელებდა. დოკუმენტური ფილმის შემდეგ ბრიტნის ყოფილი მეგობარი მამაკაცი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, იძულებული გახდა, ქალების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის ბოდიში მოეხადა.  

ბოლო წლების განმავლობაში, ეს მინიმუმ მეორე შემთხვევაა, როდესაც Netflix-ი და Hulu-ი ერთსა და იმავე თემაზე იღებენ დოკუმენტურ ფილმებს. კონკურენტულ პროექტებზე პარალელურად მუშაობა ფილმების სტუდიებისთის უჩვეულო არ არის, თუმცა, სტრიმინგის ეპოქაში დოკუმენტური ფილმების მიმართულებით შეჯიბრი ბევრად უფრო გავრცელებულია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ