LIVE

გლობალური სიმდიდრე წელს 2%-ზე მეტად შემცირდება − Allianz

16 ოქტ 202214:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 492
გლობალური სიმდიდრე წელს 2%-ზე მეტად შემცირდება − Allianz

Allianz-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შინამეურნეობების გლობალური სიმდიდრე, 2008 წლის დიდი ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად, მნიშვნელოვანი შემცირების გზაზეა.

Allianz-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიშში ნათქვამია, რომ შინამეურნეობების ფინანსური აქტივების ღირებულების სამწლიანი რეკორდული მატების შემდეგ, 2022 წელს, სავარაუდოდ, ნომინალური ვარდნა 2%-ზე მეტი იქნება. Allianz-მა 2022 წელს უწოდა "გარდამტეხი წერტილი" გლობალური სიმდიდრისთვის, იმ ნიშნების ფონზე, რომელთაც მნიშვნელოვანი შემობრუნება მოჰყვება.

"მონეტარული გამკაცრება ავიწროებს ეკონომიკასა და ბაზრებს, შინამეურნეობების სიმდიდრე კი სამომავლოდ განიცდის კლებას. რეალურად, ოჯახები დაკარგავენ თავიანთი სიმდიდრის მეათედს",- ნათქვამია Allianz-ის ანგარიშში.

რუსეთის ომმა უკრაინაში დააპაუზა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენა და გამოიწვია საკვებსა და ენერგიაზე ფასების ზრდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალურ ბანკებს სესხის პროცენტის გაზრდას აიძულებს.

Allianz-ის თანახმად, საფონდო ბაზრების უმეტესობა წელს სავარაუდოდ ვარდნით დაასრულებს. ასევე გაურკვეველია მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში დაბალი ანაზღაურების პერსპექტივის ფონზე გაბატონდება თუ არა ბოლოდროინდელი ინტერესი აქციებში, როგორც აქტივების კლასში.

"დიდი ფინანსური კრიზისისგან განსხვავებით, რომელსაც მოჰყვა შედარებით სწრაფი შემობრუნება, კერძოდ აქტივების ბაზრებზე, ამჯერად, საშუალოვადიანი პერსპექტივაც საკმაოდ ბნელია: ფინანსური აქტივების საშუალო ზრდა 2025 წლამდე მოსალოდნელია, რომ წინა სამი წლის 10,4%-იან მაჩვენებლისაგან განსხვავებით 4,6% იყოს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაროლინ ლუქი