LIVE

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი საპენსიო სისტემა

15 ოქტ 202219:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 777
რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი საპენსიო სისტემა

კვლევა, რომელიც მსოფლიოში არსებულ საპენსიო სისტემებს აფასებს, დასაქმებულ ადამიანებს მოუწოდებს, თავიანთ საპენსიო დანაზოგზე კარგად დაფიქრდნენ. 

Mercer CFA Institute-ის გლობალური საპენსიო ინდექსის ახალი ანგარიშის მიხედვით, ისლანდია, ნიდერლანდები და დანია კვლავაც მოწინავე ადგილს იკავებენ, მაგრამ ანგარიში ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ მოსახლეობის დაბარების, სახელმწიფოების მიერ აღებული ვალებისა და დაბალი შობადობის ფონზე, გაზარდონ საპენსიო ასაკი. 

ანგარიშის მიხედვით, შემცირებული სახელფასო ფონდი, მზარდი ინფლაცია და მწირი ინვესტიციები, კიდევ უფრო დიდ ფინანსურ წნეხს უქმნის საპენსიო სისტემებს.

ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, დასახელებული ტოპ სამი ქვეყანა, საჯარო და კერძო სექტორების საპენსიო სისტემებს შორის ჯანსაღი თანამშრომლობის შედეგად, ახერხებს შეინარჩუნოს მდგრადი და კარგად მართული სისტემა. 

ანგარიშის მიხედვით, აშშ-მა 44 ქვეყანას შორის მე-20 ადგილი დაიკავა. სიაში ჩინეთი - 36-ე, მექსიკა კი 29-ე აღმოჩნდა. ბოლო ადგილზეა ტაილანდი, რომელსაც ფილიპინები, არგენტინა და ინდოეთი უსწრებს. 

იმ ფონზე, როცა შობადობა შემცირდა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, გაეროს პროგნოზით, 65 ან უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი წლევანდელი 9.7%-დან 2050 წლისთვის 16.4%-მდე გაიზრდება. 

ანგარიშში საქართველოს საპენსიო სისტემა გაანალიზებული არ ყოფილა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემი ბეინბრიჯი