LIVE

აშშ-ის შეზღუდვების ფონზე, აზიაში ჩიპების მწარმოებლების აქციები დაეცა

11 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 596
აშშ-ის შეზღუდვების ფონზე, აზიაში ჩიპების მწარმოებლების აქციები დაეცა

ჩიპების აზიური მწარმოებლების აქციების ფასი დღეს მნიშვნელოვნად დაეცა, რაც პირდაპირ კავშირშია გასულ კვირას აშშ-ის მიერ მიღებულ რეგულაციებთან. 

აშშ-ის აკრძალვები მოიცავს შეზღუდვებს ხელოვნურ ინტელექტსა და სუპერკომპიუტერში გამოყენებული ზოგიერთი ტიპის ჩიპების ექსპორტზე და ასევე აწესებს უფრო მკაცრ წესებს ჩინური კომპანიებისთვის ნახევარგამტარული აღჭურვილობის მიყიდვის შესახებ. 

კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ფასი, რომელიც მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელია, 8.3%-ით შემცირდა, ასევე დაეცა Samsung Electronics-ისა და Tokyo Electron-ის აქციები. 

ბაიდენის ადმინისტრაციის ზომები ამერიკულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე შესვლას ურთულებს და ზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ აღჭურვილობა და ტექნოლოგიები თავიანთ ჩინელ კოლეგებს მიყიდონ. 

ჩინეთის სახელმწიფო მედია და ოფიციალური პირები ბაიდენის ნაბიჯს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ შეზღუდვები დააზიანებს მიწოდების ქსელებს და მსოფლიო ეკონომიკას.

კომპანიების აქციების ვარდნამ გავლენა იქონია სავალუტო ბაზრებზე და კორეული ვონის გაუფასურება გამოიწვია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნაოტა ჰოსოდა და იშიკა მუკერჯი