LIVE

სილიკონის ველის უმდიდრესმა რუსმა, ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

11 ოქტ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
სილიკონის ველის უმდიდრესმა რუსმა, ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
David Paul Morris/Bloomberg

სილიკონის ველის უმდიდრესმა რუსმა იური მილნერმა, ოფიციალურად უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე.

მისი კომპანიის DST Global-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მილნერმა მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესი აგვისტოში დაასრულა. 

როგორც Twitter-ზე თავად განმარტა, მან და მისმა ოჯახმა რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს დატოვეს. თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, DST Global-მა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო "რუსეთის ომი მისი სუვერენული მეზობლის, უკრაინის წინააღმდეგ" და ხაზი გაუსვა "უდანაშაულო მოსახლეობის წინაშე ჩადენილ სისასტიკეს". მილნერის თქმით, ეს განცხადება მისი ინიციატივა იყო.

მოსკოვში დაბადებული მილნერი, ყველაზე ცნობილი ტექ-ლიდერი გახდა, რომელმაც მიმდინარე ომისა და დასავლეთის რეაქციის ფონზე, თავისი კომპანიის რუსეთისგან დისტანცირება ამჯობინა, რადგან მილნერის რუსეთთან კავშირმა სილიკონის ველიზე, სადაც ის დიდი ხანია მოღვაწეობს, გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსით, მილნერის ქონება დაახლოებით 43.5 მილიარდად არის შეფასებული.

DST Global-მა ინვესტირება განახორციელა ისეთ ტექ-გიგანტებში, როგორებიცაა Facebook, ახლა უკვე თავისი Meta პლატფორმებით და Twitter. 

2011 წელს DST Global-მა ყურადღება მიიქცია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკიდან და სხვა რუსი ბანკირებიდან რუსული ფულის მიღებით. როგორც მარტში მილნერმა Bloomberg-ს განუცხადა, მას შემდეგ ამ კომპანიას რუსული ფული არ აუღია და არც რუსეთში განუხორციელებია ინვესტირება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სარა მაკბრაიდი და დევონ პენდლტონი