LIVE

2023 წელს ავტომწარმოებლები მოგების 50%-ს დაკარგავენ

11 ოქტ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
2023 წელს ავტომწარმოებლები მოგების 50%-ს დაკარგავენ

მას შემდეგ, რაც Ford Motor Co.-ისა და General Motors Co.-ის აქციები ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად დაეცა, Wall Street-ის ანალიტიკოსები მომავალ წელს ავტომწარმოებლების მოგების მკვეთრ კლებას პროგნოზირებენ.

უფრო ზუსტად, როგორც საერთაშორისო ანალიტიკოსები ამბობენ, დღეს ავტოინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დგას, როგორც წარმოების, ისე გაყიდვების მიმართულებით. 

მათი შეფასებით, 2023 წელს ამერიკული და ევროპული საავტომობილო კომპანიების მოგება განახევრდება, რადგან მოსალოდნელი რეცესიის ფონზე მცირდება მოთხოვნა, რაც თავის მხრივ ბაზარზე ჭარბ მიწოდებას და შემცირებულ ფასებს გამოიწვევს. 

ყველაფერთან ერთად, მიწოდების ჯაჭვის გლობალური პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა, რის გამოც ინვესტორებს ხარჯები ისევ გაზრდილი აქვთ, ფულადი სახსრები კი ნაკლები.

ამ დროისთვის, მაგალითად Ford-ის აქციები 7%-ზე მეტადაა შემცირებული, ხოლო General Motors-ის აქციები თითქმის 4%-იან კლებას აჩვენებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოელ ლეონი და ეშა დეი