LIVE

WTO გლობალური ვაჭრობის ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებას ელის

09 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
WTO გლობალური ვაჭრობის ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებას ელის

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ანგარიშის თანახმად, საქონლით გლობალური ვაჭრობა მომავალ წელს ბევრად უფრო დაბალი ტემპით გაიზრდება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი. ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს მთავარი ეკონომიკები ფერხდებიან, ღარიბი ქვეყნები კი სასურსათო და ვალის პრობლემების წინაშე დგანან. 

WTO მოელის გლობალური ვაჭრობის შენელებას გასული წლის 9,7%-იან ზრდასთან შედარებით. წინა წლის ზრდას განაპირობებდა პანდემიის პერიოდში საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი რაოდენობით შეძენა მანამ, სანამ მოგზაურობა და მომსახურების სხვა ინდუსტრიები შეზღუდული იყო. 

WTO-მ გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზი წელს 3%-დან 3,5%-მდე გაზარდა და ელის, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იქნება. ეს პროგნოზის მნიშვნელოვანი გაუარესებაა, რადგან ორგანიზაცია აქამდე 2023 წლისთვის გლობალური ვაჭრობის 3.4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაის ბასჩუკი