
ამერიკელი რეპერი და მსახიობი Coolio, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი იყო, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისმა მენეჯერმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ Coolio ლოს-ანჯელესში მეგობრის სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
რეპერმა, რომლის ნამდვილი სახელია არტის ლეონ აივი უმცროსი, მუსიკის კეთება 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებულ პოპულარობას 1994-1995 წლებში გამოშვებული ჰიტებით: Gangsta's Paradise-ითა და fantastic voyage-ით მიაღწია. მას "გრემის" ჯილდო სწორედ Gangsta's Paradise-მა მოუტანა.
გარდა ამისა, რეპერმა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო სამჯერ მოიგო. 40 წელზე ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მან რვა სტუდიური ალბომი ჩაწერა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია