LIVE

ევროკავშირის ახალი გეგმით, შესაძლოა, ქვეყნებს ნაკლები ელექტროენერგიის შეზღუდვა მოუწიოთ

25 სექ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 435
ევროკავშირის ახალი გეგმით, შესაძლოა, ქვეყნებს ნაკლები ელექტროენერგიის შეზღუდვა მოუწიოთ
Benjamin Girette/Bloomberg

ენერგეტიკული კრიზისის შეკავების შესახებ ევროკავშირის ახალი გეგმა წევრი ქვეყნებისგან იმაზე ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვას მოითხოვს, ვიდრე ამჟამად არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გაზეთი Corriere della Sera დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ არსებული დოკუმენტის თანახმად, თითოეულმა ქვეყანამ, 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე, პიკის საათებში უნდა შეამციროს ენერგიის მოხმარება საათში 5%-ით, რაც საშუალოდ საათში 10%-იან შემცირებას ნიშნავს.

Corriere della Sera-ის ინფორმაციით, პროექტის განახლებული ვერსია წევრ სახელმწიფოებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს. ამ შემთხვევაში, ქვეყნებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ სამიზნე მაჩვენებელი, თუ პიკის საათებში 7%-იანი შეზღუდვის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. 

იქამდე Bloomberg წერდა, რომ ევროკომისია, კრიზისის შესამსუბუქებლად, ბლოკის სამომავლო ნაბიჯების შესახებ დეტალურ დოკუმენტს 28 სექტემბერს გამოაქვეყნებს.    

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მომხმარებლები ენერგიის რეკორდულად გაზრდილი გადასახადების გამო წუხან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა, რეგიონის მასშტაბით, მთავრობები კომისიას კრიზისის შესამსუბუქებლად გადაწყვეტილების მისაღებისკენ უბიძგებენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვერონ სილვერი