
ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი, რომელიც თითქმის $200 მილიარდს ფლობს ამბობს, რომ ფილანთროპიაზე მეტ დროსა და თანხას გამოყოფს.
ამ დროისთვის Amazon-ის ქონების დაახლოებით $7,2 მილიარდია გაცემული, რაშიც დიდი წილი ბეზოსის ყოფილ მეუღლეს, მაკენზი სკოტს მიუძღვის. მათი განქორწინების შემდეგ, სკოტი მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ქველმოქმედი გახდა. მაკენზი სკოტმა, რომელიც წყვილის საერთო ქონების ($250 მილიარდზე მეტი) მეოთხედს აკონტროლებს, გასულ წელს თითქმის $6 მილიარდი გამოყო ქველმოქმედებისთვის. იმავდროულად, ბეზოსმა ვალდებულება აიღო, რომ 2020 წელს $10 მილიარდზე მეტს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ჩადებს.
ყოფილი წყვილის ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა 2000 წლიდან ასე გამოიყურება:
2000-2010- $0
2011- $25 მილიონი
2012- $2.5 მილიონი
2013- $0,5 მილიონი
2014- $2,25 მილიონი
2015- $2,13 მილიონი
2016- $2 მილიონი
2017- $36 მილიონი
2018- $140,5 მილიონი
2019- $98,5 მილიონი
2020:
ბეზოსი-$1,05 მილიარდი
სკოტი- $5,8 მილიარდი
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოფი ალექსანდერი და ბენ სტივერმანი