LIVE

მოსკოვი: Nord Stream 2-ს ალტერნატიული მილსადენი ჩაანაცვლებს

16 სექ 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
მოსკოვი: Nord Stream 2-ს ალტერნატიული მილსადენი ჩაანაცვლებს

Nord Stream 2-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული მილსადენი, Power of Siberia 2 ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

Nordstream 2 განკუთვნილია რუსეთიდან ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიისთვის, გაზის მისაწოდებლად. მილსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა მისი სერტიფიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. 

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ნოვაკს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა აზიურ მილსადენს რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში ევროპული მარშრუტის ჩანაცვლება, რაზეც მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.

იქამდე მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც  წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ეს თითქმის უტოლდება Nord Stream 1-ის მაქსიმალურ სიმძლავრეს - 55 მილიარდ კუბურ მეტრს. Nord Stream 1, რომელიც სექტემბრიდან შეჩერებულია, ევროკავშირისთვის მიწოდებული რუსული გაზის დაახლოებით მესამედს ატარებდა.

Power of Siberia 2 ჩინეთს ენერგიას დასავლეთ რუსეთიდან მონღოლეთის გავლით მიაწვდის. მილსადენის სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება.