LIVE

ევროპაში სამედიცინო კანაფის მოთხოვნის გამო, სამხრეთ აფრიკაში წარმოება იზრდება

11 სექ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098
ევროპაში სამედიცინო კანაფის მოთხოვნის გამო, სამხრეთ აფრიკაში წარმოება იზრდება
Sean Duncan/SafriCanna

ევროპასა და ავსტრალიაში სამკურნალო კანაფის მაღალი მოთხოვნის წყალობით, სამხრეთ აფრიკელმა მწარმოებლებმა მომავალი წლის პროდუქცია უკვე წინასწარ გაყიდეს. 

სამხრეთ აფრიკულმა კომპანიამ SafriCanna პროდუქციის დიდი ნაწილის ხელშეკრულებები გერმანიასა და ავსტრალიასთან გააფორმა. ქვეყნის დედაქალაქ პრეტორიაში კომპანიამ თავისი ობიექტების მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველი მოსავალი ივნისში გაყიდა. იმავე თვეში ის გერმანულ კომპანია DEMECAN-ს სამედიცინო კანაფის ყვავილის მიწოდებაზე შეუთანხმდა. 

მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად SafriCanna 2024 წლისთვის წარმოების ხუთჯერ გაზრდას გეგმავს. ობიექტების გაფართოებისთვის ის $40 მილიონის დახარვას და შედეგად, წარმოების 5,000 კილოგრამიდან 25,000 კილოგრამამდე გაზრდას აპირებს. 

40-ზე მეტ ქვეყანაში სამკურნალო კანაფის ლეგალიზებამ პროდუქტზე მოთხოვნის ბუმი გამოიწვია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას გულისრევის, ალცჰეიმერის და ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ.

SafriCanna ერთ-ერთია იმ აფრიკულ კომპანიებს შორის, რომლებიც ევროკავშირის მკაცრი წარმოების პრაქტიკის სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ კანაფის ყვავილები, როგორც ფარმაცევტული მასალა, ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს. 

სამედიცინო კანაფის გლობალური ბაზარი 2021 წელს $26,1 მილიარდად შეფასდა. კვლევითი ფირმა IMARC Group-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ის 2027 წლამდე 10.4%-იანი რთული წლიური ზრდის ტემპით გაფართოვდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მონიკ ვანეკი