LIVE

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულად გაზარდა

08 სექ 202216:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 696
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულად გაზარდა

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეკორდულ ინფლაციასთან ბრძოლას რეფინანსირების განაკვეთის ისტორიული ზრდით ცდილობს.

კერძოდ, ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით გაზარდა და კიდევ რამდენიმე ზრდა დააანონსა. შესაბამისად, განაკვეთი 0%-დან 0.75%-მდე გაიზარდა. გადაწყვეტილება ანალიტიკოსების მოლოდინებს დაემთხვა.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის უპრეცედენტო გამკაცრება ევროზონაში ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესების პარალელურად ხდება და ხაზს უსვამს 19 ქვეყნის მზარდ შეშფოთებას ფასების ზრდიდან მომდინარე წნეხთან დაკავშირებით.

ევროს კურსი დღეს ოდნავ შეიცვალა. ფულადი ბაზრის ინვესტორები მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას მოელიან. 

ანალიტიკოსები აცხადებდენ, რომ სწრაფად მზარდი ინფლაციაზე  პირობებში ECB-ს რეაგირება ზედმეტად ნელი იყო. 

დღევანდელი აგრესიული ნაბიჯით ECB შეურთდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკას. აშშ ამ თვეში უკვე ზედიზედ მესამედ გეგმავს განაკვეთის გაზრდას. 

ბანკის განცხადებით, ეს ნაბიჯი დაეხმარება 2%-იანი საშუალოვადიანი მიზნის მიღწევაში. ამჟამად ინფლაცია 9%-ს აღემატება. მმართველი საბჭოს მომდევნო რამდენიმე სხდომაზე საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო გაზრდას მოელის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექსანდრ ვებერი, იანა რენდოუ და კაროლინ ლუქი