LIVE

ბიტკოინის ფასი $19 000-ს ჩამოსცდა

07 სექ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 664
ბიტკოინის ფასი $19 000-ს ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი ვარდნას განაგრძობს. უდიდესი ციფრული მონეტის ფასი ამ კვირაში 6%-ზე მეტად შემცირდა. ციფრული ვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ დოლარს ჩამოსცდა. 

დღეს ბიტკოინის ფასი $18 650-მდე შემცირდა. ამ დროისთვის ის $18 795-ად ივაჭრება. CoinGecko-ს თანახმად, კრიპტო საბაზრო კაპიტალიზაცია გასული 24 საათის განმავლობაში მსგავსი პროპორციით შემცირდა.

ბიტკოინის ვარდნის მიზეზად მიიჩნევა რეფინანსირების განაკვეთების ზრდა, რომელიც აძლიერებს ზეწოლას სარისკო აქტივებზე და ამ მხრივ, კრიპტოვალუტა გამონაკლისი არ არის. 

ვარდნის ტენდენციით, ბიტკოინი უახლოვდება დაახლოებით $17,600-იან ნიშნულს, რომელიც ივნისში კრიპტო კრედიტორებისა და ჰეჯ-ფონდების აფეთქების შედეგად დაფიქსირდა.

"ბიტკოინის ფასი $20 000-ზე ნაკლებია. ამ ნიშნულზე ადრეც ვყოფილვართ და სავარაუდოა, რომ რეალურად უფრო ქვემოთაც წავიდეთ", - ამბობს IDEG Asset Management-ის ინვესტიციების ხელმძღვანელი კევინ ლუ. 

მისივე თქმით, ბიტკოინის ფასი პირველ კრიპტოზამთარში $3,000 იყო და თუ ჩავეძიებით, ტენდენცია აჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ის იზრდება.

უფრო პოზიტიური შედეგი აქვს ეთერიუმს, რომლის საბაზრო კაპიტალი ბიტკოინზე თითქმის ორჯერ ნაკლებს - $190 მილიარდს შეადგენს და ივლისის დასაწყისიდან 50%-ით გაიზარდა.

უმსხვილესი ტოკენების MVIS CryptoCompare Digital Assets 100 ინდექსი წელს დაახლოებით 60%-ით დაეცა. ბიტკოინის ფასმა 2021 წლის ნოემბერში $69,000-ს გადააჭარბა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოანა ოსინჯერი და სუვაშრი გოში