LIVE

ჩინეთმა Covid-19-ის პირველი ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა დაამტკიცა

05 სექ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
ჩინეთმა Covid-19-ის პირველი ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა დაამტკიცა

ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც Covid-19-ის უნემსო, ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა დაამტკიცა. სიახლის შემდეგ, ვაქცინის მწარმოებლის CanSino Biologics-ის აქციები 14,5%-მდე გაიზარდა. 

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ CanSino-ს Ad5-nCoV, როგორც ე.წ. ბუსტერ დოზა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ის არის CanSino-ს ერთდოზიანი ვაქცინის ახალი ვერსია. მისი ორიგინალი ვერსია პირველად შემოწმდა ადამიანებზე 2020 წლის მარტში. 2021 წლის თებერვალში ბაზარზე გამოსვლის შემდეგ, ის გამოიყენებოდა ჩინეთში, მექსიკაში, პაკისტანში, მალაიზიასა და უნგრეთში. 

კომპანიები ცდილობენ შეიმუშაონ ვაქცინები, რომლებიც ნემსის გარეშე კეთდება. მსურველებს საშუალება აქვთ ვაქცინა თავად გაიკეთონ, რაც მოსახერხებელია მათთვის, ვინც ნემსს ერიდება და ასევე, პოტენციურად ამცირებს ზეწოლას ჯანდაცვის რესურსებზე. 

CanSino-ს თავდაპირველი ერთჯერადი ვაქცინა 66%-ით ეფექტურია სიმპტომური Covid-19-ის წინააღმდეგ, მძიმე დაავადების წინააღმდეგ კი - 91%-ით.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კანოკო მაცუიამა