LIVE

პოლონეთში მუდმივად დარჩენა უკრაინელი ლტოლვილების მეხუთედზე ნაკლებს სურს

30 აგვ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 838
პოლონეთში მუდმივად დარჩენა უკრაინელი ლტოლვილების მეხუთედზე ნაკლებს სურს

ცენტრალური ბანკის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ომის შემდეგ, უკრაინიდან პოლონეთში ჩასული ლტოლვილების მეხუთედზე ნაკლებს სურს, რომ იქ სამუდამოდ დარჩეს.  

გამოკითხვა 13 აპრილიდან 12 მაისამდე პერიოდში ჩატარდა და 3165 ზრდასრული უკრაინელი მოიცვა. 

ქვეყნის დატოვების მთავარ მიზეზად ისინი საკუთარი თავისა და ოჯახების ფინანსურ უზრუნველყოფას ასახელებენ. ეს განაკუთრებით ეხებათ ქალებს, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ. 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი თითქმის ექვსმა მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა. ოფიციალური მონაცემებით, 1,3 მილიონზე მეტ პირს მიენიჭა სოციალური დაცვის ნომერი, რაც მათ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ შეღავათებზე წვდომას აძლევს, დაახლოებით 420 000 ლტოლვილი კი უკვე დასაქმდა. 

ბოლო პერიოდში უკრაინელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების ტენდენცია დაჩქარდა. გასულ შაბათ-კვირას პოლონეთიდან უკრაინაში 73 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაკეი ონოსკო