LIVE

11-წლის შემდეგ, ფუკუსიმის სადგურთან ახლოს ევაკუაციის ბრძანება გაუქმდა

31 აგვ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
11-წლის შემდეგ, ფუკუსიმის სადგურთან ახლოს ევაკუაციის ბრძანება გაუქმდა
Yusuke Harada/NurPhoto/Getty Images

11-წლიანი ევაკუაციის შემდეგ, მოსახლეობას უფლება აქვს, რომ დაუბრუნდეს მიტოვებულ იაპონურ ქალაქს, სადაც ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ბოლო დროის ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფის შემდეგ, ეს სიახლე მიუთითებს, რომ ტერიტორიის ნაწილი ადამიანებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 

ფუკუსიმის პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ფუტაბამ ევაკუაციის ბრძანება ზოგიერთ ნაწილში გააუქმა. Tokyo Electric Power-ის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის, "ფუკუსიმა-დაიიჩის" გარშემო მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები 2011 წლის მარტში დაატოვებინეს.

ევაკუაციის გაუქმების გადაწყვეტილება ნავთობისა და გაზის გაზრდილი ფასის ფონზე, იაპონიის მიერ ატომური ენერგიის მიმართ განახლებულ ინტერესს ემთხვევა.

ფუკუსიმას ქარხანა უფუნქციოდაა დარჩენილი. მის ირგვლივ წლების განმავლობაში რადიაციის დონე იკლებს და ვიწროვდება არეალი, სადაც ევაკუაცია ძალაში რჩება.

ევაკუაციის ბრძანების გაუქმების შემდეგ, ქალაქს აღდგენისთვის დიდი დრო დასჭირდება. მის დიდ ნაწილში შეზღუდვები ნარჩუნდება. გასული წლის კვლევის მიხედვით, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება მოქალაქეების მხოლოდ 11%-ს სურს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შოკო ოდა