LIVE

პაკისტანს ბოლოდროინდელი წყალდიდობა $10 მილიარდზე მეტი დაუჯდა

30 აგვ 202214:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 867
პაკისტანს ბოლოდროინდელი წყალდიდობა $10 მილიარდზე მეტი დაუჯდა

ადრეული შეფასებით, პაკისტანის ბოლოდროინდელი წყალდიდობის ზარალი $10 მილიარდს აჭარბებს. ქვეყნის დაგეგმვის მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ვალდებულია დაეხმაროს სამხრეთ აზიის ერს გაუმკლავდეს ადამიანის გავლენით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგებს.

ქვეყანაში ისტორიული მუსონური წვიმებით გამოწვეულმა უპრეცედენტო წყალდიდობამ გაანადგურა გზები, ნათესები, ინფრასტრუქტურა და ხიდები, დაიღუპა სულ მცირე 1 000 ადამიანი და დაზარალდა 33 მილიონზე მეტი, რაც ქვეყნის 220 მილიონიანი მოსახლეობის 15%-ზე მეტია.

კლიმატის ცვლილების მინისტრმა სიტუაციას კლიმატით გამოწვეული ეპიკური მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.

ასჰან იკბალმა ბოლოდროინდელი წყალდიდობა შეაფასა ყველაზე უარესად, მათ შორის 2010 წელს მომხდარ წყალდიდობასთან შედარებით, რისთვისაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) მისი ყველაზე დიდი მიმართვა გამოაქვეყნა კატასტროფის შესახებ.

მინისტრის თქმით, აღდგენა-რეაბილიტაციას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს, ხოლო უახლოეს პერსპექტივაში სურსათის მწვავე დეფიციტია მოსალოდნელი.

სურსათზე ფასები უკვე გაიზარდა დატბორილი მეურნეობების და გაუვალი გზების გამო.

სამხრეთი, სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ პაკისტანი ყველაზე მეტად დაზარალდა წყალდიდობისგან, რამაც სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი და შენახული მოსავალი მოიცვა. კატასტროფამ ასევე მოახდინა დანარჩენი რეგიონების ქვეყნისგან იზოლირება.

ათიათასობით ოჯახმა სახლები უსაფრთხო ადგილებში გადასასვლელად დატოვა, ხოლო სხვები ღამეებს ღია ცის ქვეშ ატარებენ და კარვების, საკვებისა და მედიკამენტების სახით დახმარებას ელოდებიან.

პაკისტანმა საერთაშორისო დახმარებისთვის მიმართვა უკვე გააკეთა და ზოგიერთმა ქვეყანამ მარაგები და სამაშველო ჯგუფები ქვეყანას უკვე გაუგზავნა.

პაკისტანის ფინანსთა სამინისტრომ უახლეს ეკონომიკურ პერსპექტივაში სეზონურ მეურნეობებზე კრიტიკული გავლენის შესახებ განაცხადა, განსაკუთრებით ბამბაზე, პაკისტანის ტექსტილის სექტორისთვის საკვანძო პროდუქტზე, რომელიც ქვეყნის ექსპორტის 60%-ზე მეტს შეადგენს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წყალდიდობის გავლენა შეიძლება დამანგრეველი იყოს ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ეკონომიკური კრიზისის შუაგულში, მაღალი ინფლაციის, ვალუტის გაუფასურების და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირისპირ იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ორშაბათს $1,1 მილიარდზე მეტი დახმარების ფონდი დაამტკიცა, რათა განაახლონ პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეჩერებული იყო.