LIVE

გერმანულ-დანიური ქარის ენერგიის ჰაბი რუსული გაზის ჩანაცვლებას დაეხმარება

29 აგვ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 549
გერმანულ-დანიური ქარის ენერგიის ჰაბი რუსული გაზის ჩანაცვლებას დაეხმარება

გერმანიისა და დანიის მთავრობების თანახმად, ბალტიისპირეთში დაგეგმილი ოფშორული ქარის ელექტროსადგური მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის პროცესში. პროექტის ღირებულება 9 მილიარდი ევროა.

ეგრეთ წოდებული Bornhold Energy Island ბალტიის ზღვაში რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ წარმოებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. 2030 წელს ამუშავების შემდეგ, პროექტი 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც 4,1 მილიონი ოჯახისთვის იქნება საკმარისი.

დანიის მთავრობის განცხადებით, პროექტს 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია ინფრასტრუქტურისთვის დასჭირდება, ხოლო 6 მილიარდი ევრო ოფშორული ქარის სადგურის ასაშენებლად.

მისი ამოქმედების შემდეგ, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს და პოლონეთს შანსი ექნებათ შეუერთდნენ პროექტს. თუმცა, გერმანია და დანია შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერ ახალ პარტნიორს ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება.

ევროკომისია მიზნად ისახავს ევროპის ოფშორული ქარის სიმძლავრე მისი ამჟამინდელი დონიდან, რომელიც 12 გიგავატს შეადგენს, 2050 წლისთვის 300 გიგავატამდე გაზარდოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არნი დელფი