LIVE

გერმანელი მინისტრის თქმით, უკრაინაში ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს

28 აგვ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 396
გერმანელი მინისტრის თქმით, უკრაინაში ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის გაფრთხილებით, ომი უკრაინაში შეიძლება წლები გაგრძელდეს. მან ასევე პირობა დადო, რომ ბერლინის მთავრობა გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე იარაღი მაინც დასჭირდება მეგობრებისგან“,- განაცხადა ბაერბოკმა გაზეთ Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა, ცალკე განუცხადა გაზეთს, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის ფასების ზრდაზე რეაგირება უკიდურესად სწრაფად უნდა მოახდინოს. ქვეყნის წამყვანმა ეკონომისტმა ევროპის უდიდესი ეკონომიკისთვის გიგანტური შოკის შესახებ გასცა გაფრთხილება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია