LIVE

ისრაელი ევროპისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს

24 აგვ 202216:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 467
ისრაელი ევროპისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს

ისრაელმა ბუნებრივი აირის მოპოვება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 22%-ით გაზარდა. მთავრობა ასევე გეგმავს გაზარდოს ევროპაში ექსპორტი, სადაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისია.

ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის წარმოებამ ივნისში 10,85 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ისრაელის მეზობლებთან ექსპორტი კი 35%-ით, 4,59 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.

ისრაელი ზრდის გამომუშავებას, რადგან კონტინენტზე ფასების რეკორდული ზრდის პარალელურად, ევროპული ქვეყნები ბუნებრივი აირის ძიებაში არიან. ევროკავშირი დისტანცირდება რუსეთისგან, რომელიც მისი მთავარი მიმწოდებელია. მოსკოვმა ასევე შეზღუდა მიწოდება, რის გამოც მყიდველები ზამთრის წინ ალტერნატივების მოძიებას ჩქარობენ.

ივნისში ისრაელმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეგვიპტესთან და ევროკავშირთან, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს რეგიონული გაზის წარმოება და ექსპორტი. გაზი გაიგზავნება ეგვიპტეში, რომელიც უკვე იღებს ისრაელის გაზის ექსპორტის ძირითად ნაწილს, შემდეგ კი ბლოკში ხელახალი ექსპორტი განხორციელდება. შეთანხმების ფარგლებში საწყისი ნაკადები არ იქნება დიდი ოდენობის, მაგრამ შესაძლოა დააკმაყოფილოს ევროპის გაზის მოთხოვნის გარკვეული ნაწილი.

ისრაელის გამომუშავება მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ავისი