LIVE

გერმანია უკრაინას დამატებით $500 მილიონით დაეხმარება

24 აგვ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
გერმანია უკრაინას დამატებით $500 მილიონით დაეხმარება

გერმანია უკრაინისთვის დამატებით $500 მილიონის ღირებულების იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას გეგმავს.

გერმანია უკრაინას დამატებით საბრძოლო მასალას, ანტი-დრონის მოწყობილობას და ჯავშანტექნიკას, რომელიც გერმანიის ლიდერის ოლაფ შოლცის მიერ გამოცხადებული ახალი პაკეტის ნაწილია, მომდევნო კვირებში მიაწვდის. შოლცმა კიევში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ვიდეო ბმულის საშუალებით ისაუბრა.

კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ ამ დრომდე უკრაინისთვის 700 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა გამოყო. დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყოფილია სამხედრო აღჭურვილობის დასაფინანსებლად.

ივნისში შოლცმა ასევე გამოაცხადა, რომ გერმანია უკრაინას თანამედროვე მართვადი რაკეტების სისტემას IRIS-T-ს მიაწოდებს. შოლცი და მისი მთავრობა NATO-ს მოკავშირეების მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან იმის გამო, რომ ზედმეტად ნელა მოქმედებენ უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ნიენაბერი