LIVE

ევროს გაუფასურებას ევროზონის ბიზნესისთვის მცირე ხალისი მოაქვს

24 აგვ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 953
ევროს გაუფასურებას ევროზონის ბიზნესისთვის მცირე ხალისი მოაქვს

ევროზონის ბიზნესებმა წლები გაატარეს სუსტი ევროს ნატვრაში. ახლა, როცა ის აქ არის, უარეს დროს ვერ მოვიდოდა.

მიმდინარე წელს ვალუტა დოლართან მიმართებაში 12%-ზე მეტით გაუფასურდა, რამაც ის ორი დეკადის განმავლობაში პირველად პარიტეტზე დაბლა ჩამოიყვანა. გაუფასურებამ გაზარდა იმპორტის ხარჯები, ასევე გაართულა ენერგიის ფასების დამაზიანებელი ზრდა და რეკორდული ინფლაცია.

სამშაბათს გერმანიის ბიზნესებმა განაცხადეს, რომ ისინი კვლავ განიცდიან ხარჯების ძლიერ ზეწოლას. გარდა ამისა, ევროზონაში სამომხმარებლო ინფლაცია უკვე 9%-ს უახლოვდება, რაც მოთხოვნას ზღუდავს და მოგებასა და გაყიდვებზე აისახება.

რაც არ უნდა დადებითი იყოს ვალუტის გაუფასურება- ექსპორტის კონკურენტუნარიანობა და გაცვლითი კურსის გავლენა უცხოურ შემოსავალზე- მას ენერგეტიკული კრიზისი და რეცესიის საფრთხე ჩრდილავს. ევროპა განსაკუთრებით დაუცველია რუსულ იმპორტზე მისი დამოკიდებულების გამო. გაზის მიწოდება უკვე შემცირდა და შემდგომი შემცირება კიდევ უფრო მეტად დატვირთავს რეგიონის ეკონომიკებს, განსაკუთრებით გერმანიას.

Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, გლობალურ ვალუტებთან შედარებით, ევრო 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა.

Morgan Stanley-ის პროგნოზით, ევრო მიმდინარე კვარტალში $0,97-მდე დაეცემა, დონემდე, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან არ დაფიქსირებულა. JPMorgan-ი კი ელოდება, რომ ის წლის მეორე ნახევარში $0.95-იან დონეს გამოცდის.

ევროს უკანასკნელმა გაუფასურებამ ვალუტა 2002 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შეასუსტა. ის ყველაზე სუსტი 2000 წელს იყო, როდესაც 1 ევროს ღირებულება 85 ცენტზე დაბლა დაეცა.

1 ევრო ამჟამად 1 აშშ დოლარი ღირს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფერგალ ობრიაიენი