
Credit Suisse-ს მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. Credit Suisse-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი (CFO) დიქსიტ ჯოში, ხოლო საოპერაციო ოფიცერი (COO) ფრანჩესკა მაკდონაგი ხდება. ეს შვეიცარიული ბანკის ახალი ხელმძღვანელის ულიხ კორნერის მმართველობის ქვეშ პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
ჯოში ბანკს 1 ოქტომბერს შეუერთდება. ის 1995 წლიდან 2003 წლამდე Credit Suisse-ში მუშაობდა. უკანასკნელ ცვლილებამდე კი Deutsche Bank-ის თანამშრომელი იყო.
მაკდონაგი, რომელიც Credit Suisse-ში Bank of Ireland Group-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადავა, შვეიცარიულმა ბანკმა თავდაპირველად ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის ზედამხედველობისთვის დაიქირავა, ახლახან კი დააწინაურა. ის საოპერაციო ოფიცერის მოვალეობას სექტემბერში შეუდგება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ცვლილებები მიანიშნებს, რომ კორნერს წინამორბედების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების არ ეშინია და სურს, რომ გასული სკანდალებისა და ფინანსური ზარალის შემდეგ, ბანკის პოზიციები აღადგინოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარიონ ჰალფტერმაიერი