LIVE

Tesla-ს სრული თვითმართვის სისტემის ფასი $15,000-მდე გაიზრდება

22 აგვ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
Tesla-ს სრული თვითმართვის სისტემის ფასი $15,000-მდე გაიზრდება

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კვირას განაცხადა, რომ კომპანიის სრული თვითმართვის სისტემის ფასი ჩრდილოეთ ამერიკაში $15,000-მდე გაიზრდება.

მასკის თქმით, ფასის ზრდა 5 სექტემბრიდან შევა ძალაში. ამჟამინდელი $12,000-იანი ფასი ძალაში იქნება ამ თარიღამდე გაკეთებული შეკვეთებისთვის, მაგრამ მიწოდებული იქნება მოგვიანებით. ეს მიმდინარე წელს ფასის მეორე ზრდაა.

Tesla-ს უფრო შეზღუდული ავტოპილოტის სისტემა განიხილება ფედერალური და კალიფორნიის მარეგულირებლების მხრიდან, რომლებიც იკვლევენ არის თუ არა ის დეფექტური. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფედერალურმა ადმინისტრაციამ ივლისში განაცხადა, რომ მან თითქმის 200 ავარია განიხილა ავტოპილოტის გამოყენებით მანქანების მონაწილეობით.

ამავდროულად, კალიფორნიის საავტომობილო დეპარტამენტმა Tesla ავტოპილოტისა და FSD-ის ფუნქციების შესახებ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტინ ზი ბრაუნი