LIVE

ევროზონა რეცესიისკენ მიემართება

21 აგვ 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 791
ევროზონა რეცესიისკენ მიემართება

საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ ევროპელებს კიდევ უფრო მყიფე ეკონომიკა დახვდებათ, რომელიც ენერგიის რაციონირების, რეკორდული ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საფრთხის წინაშე დგას.

სამშაბათს გამოსაქვეყნებელი შესყიდვების მენეჯერების ინდექსები, სავარაუდოდ, კერძო სექტორში წარმოების შემცირებას ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში დააფიქსირებს. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ნიშნებს, რომ ევროზონაში რეცესია უფრო სავარაუდოა, ვიდრე არა. ბიზნესის ნდობის მაჩვენებლები გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში, სავარაუდოდ, დაადასტურებს ამ მიმართულებას.

გერმანია, ევროპის უმსხვილეს ეკონომიკა, ამჯერად რეგიონის სუსტი წერტილია, რადგან მისი უდიდესი ინდუსტრიული ბაზა არაპროპორციულად ზიანდება ენერგიის მზარდი ხარჯებისა და მარაგების მუდმივი დეფიციტის გამო. ამავდროულად, სერვისის ინდუსტრია ვერ აფიქსირებს ტურიზმის ბუმს, რომელმაც ხმელთაშუაზღვის ირგვლივ მდებარე ქვეყნები მოიცვა.

მომავალი კვირის მონაცემები იქნება ძირითადი ორიენტირი მონეტარული პოლიტიკის გარშემო დისკუსიაში. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა(ECB) ივლისში ნახევარი პუნქტით გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და სექტემბრისთვის "დამატებით ნორმალიზაცია" დააანონსა. ბანკის შემდეგი შეხვედრა სამ კვირაზე ნაკლებ დროშია დაგეგმილი, თუმცა პოლიტიკის შემქმნელებს ჯერ კიდევ არ გამოუთქვამთ პრეფერენციები შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟანა რენდოუ