LIVE

მსოფლიოში ბამბის მიწოდება მცირდება

21 აგვ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 929
მსოფლიოში ბამბის მიწოდება მცირდება

ექსტრემალური ამინდი მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მსხვილ მიმწოდებელს ანადგურებს.

ინდოეთში, მოწინავე მწარმოებელ ქვეყანაში, ძლიერმა წვიმამ და მავნებლებმა ბამბის ნათესები იმდენად შეამცირა, რომ ქვეყანა მარაგის იმპორტზე გადავიდა. ასევე, ჩინეთის სიცხის ტალღა შეშფოთებას იწვევს ქვეყნის მომავალი მოსავლის შესახებ. შეერთებულ შტატებში, საქონლის უმსხვილეს ექსპორტიორში, გვალვა ფერმებს ანადგურებს. ხოლო ბრაზილია, სიდიდით მეორე ექსპორტიორი, ექსტრემალურ სიცხეს ებრძვის, რამაც მისავლიანობა თითქმის 30%-ით შეამცირა.

კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულმა ექსტრემალურმა ამინდება ბამბის ფასის 30%-მდე ზრდა გამოიწვია. მიმდინარე წლის დასაწყისში ბამბის ფასმა 2011 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია, რამაც შესაძლოა ყველაფრის ფასი გაზარდოს, მაისურებიდან და საფენებიდან, ქაღალდამდე და მუყაომდე.

ბრაზილიის პერსპექტივა ასევე არ არის საიმედო. ქვეყანაში გვალვამ უკვე გამოაშრო 200,000 ტონა მარაგი. 2021-2022 წლის მოსავლის აღების დასასრულს, წარმოება 2,6 მილიონ ტონაზე ფიქსირდება, ან ნაკლებზე.

პარალელურად, აშშ-ში მიდმინარე თვეში დაწყებულ სეზონზე წარმოება 28%-ით შემცირდება. ქვეყანა ელოდება, რომ წარმოება ყველაზე დაბალ დონეს მიაღწევს 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ, რაც მარაგებს ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანს. აშშ და ბრაზილია ერთად მსოფლიოს ბამბის ექსპორტის ნახევარს შეადგენენ.

გლობალური მიწოდების კლება იმდენად მკვეთრი გახდა, რომ მოთხოვნას ჩრდილავს. აშშ-ს მთავრობა და ანალიტიკოსები ტანსაცმლის შესყიდვების კლების და ეკონომიკის შენელების ფონზე, მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებენ. და მაინც, ყველა ნიშანი ბამბის ბევრად მაღალ ფასზე მიუთითებს მომავალ თვეებში მოსავლის შემცირების გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარსო ველოსო