LIVE

$75 მილიონად შეფასებული ჩამორთმეული რუსული სუპერიახტა Axioma აუქციონზე გაიყიდება

20 აგვ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 713
$75 მილიონად შეფასებული ჩამორთმეული რუსული სუპერიახტა Axioma აუქციონზე გაიყიდება
Reuters

სანქცირებული რუსი მილიარდერის $75 მილიონად შეფასებულ რუსულ სუპერიახტა Axioma-ს აუქციონზე გაიტანენ.

ანგარიშების გაყინვის გამო, ამერიკული ბანკის, JP Morgan-ის განცხადებით, დიმიტრიევიჩ პუმპიანსკიმ  $20-მილიონიანი სესხი არ გადაიხადა, რის შემდეგაც სუპერიახტა მარტში დაუყადაღეს.  

72,5 მ სიგრძის გემი აუქციონზე სამშაბათს გაიყიდება. იმის გამო, რომ ის აუქციონზე მხოლოდ ერთი დღით იქნება გამოტანილი, შესაძლოა, ის მოსალოდნელზე ნაკლებ ფასად გაიყიდოს. 

იახტაზე ეკიპაჟის 20 წევრის ადგილია, ექვს კაბინაში კი დაძინება ერთდროულად 12 ადამიანს შეუძლია. მასზე განთავსებულია აუზი, ჯაკუზი, სპა, 3D კინო და გართობის სხვა საშუალებები. 

მიუხედავად იმისა, რომ იახტა პუმპიანსკის ეკუთვნოდა, მილიონერებს მისი დაქირავება კვირაში 465 000 ფუნტად (€ 549 000 ) შეეძლოთ, რასაც დამატებითი ხარჯებიც ემატებოდა.

ეს თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსებისთვის ჩამორთმეული ძვირადღირებული იახტების გაყიდვის პირველი შემთხვევაა. 

Axioma-ს გაყიდვიდან მიღებული თანხა, სავარაუდოდ, გადაეცემა JP Morgan-ს.

58 წლის პუმპიანსკი ფოლადის მილების კომპანიის OAO TMK-ის მფლობელი და თავმჯდომარეა და პროდუქციით რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ს ამარაგებს. 

მილიარდერი, რომელიც დაახლოებით £1,84-მილიარდიან ქონებას ფლობს, სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს,  ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ.