LIVE

ინდონეზიის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი G-20-ის სამიტს დაესწრებიან

19 აგვ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
ინდონეზიის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი G-20-ის სამიტს დაესწრებიან

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტზე დასწრებას გეგმავენ, - ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდო აცხადებს.

"სი ძინპინი ჩამოვა. პრეზიდენტმა პუტინმა ასევე მითხრა, რომ მოვა", - თქვა ჯოკოვიმ Bloomberg News-სთან ინტერვიუში. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის მოგზაურობის გეგმებზე კომენტარს არ უპასუხა. ცნობილია, რომ ძინპინს ქვეყანა პანდემიის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია. კრემლის სპიკერმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ პუტინი შეხვედრაზე დასწრებას აპირებს. 

კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა და ჯოკოვიმ გუშინ სატელეფონო საუბრისას განიხილეს ბალიში G-20 სამიტის მომზადების საკითხები, თუმცა დაზუსტებული არ არის, დაესწრება თუ არა სამიტს რუსეთის ლიდერი. 

ინდონეზიამ სამიტზე დასასწრებად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია. 

"დიდი ქვეყნების მეტოქეობა მართლაც შემაშფოთებელია. ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი იყოს სტაბილური, მშვიდობიანი, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა. და ვფიქრობ, არა მხოლოდ ინდონეზიას: აზიის ქვეყნებსაც იგივე სურთ", ამბობს ჯოკოვი. 

ბაიდენი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის G-20-დან გარიცხვას ითხოვს, ხოლო უფრო ადრე აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებდნენ ინდონეზიას, პუტინი ბალის სამიტზე არ მიეწვია. 

G-20-ის სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფარის მოხტარი