LIVE

ინდუსტრიის ვეტერანის თქმით, ოქროს ფასმა შესაძლოა $2000-ს გადააჭარბოს

18 აგვ 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 814
ინდუსტრიის ვეტერანის თქმით, ოქროს ფასმა შესაძლოა $2000-ს გადააჭარბოს

ინდუსტრიის ვეტერანის თქმით, ოქროს ფასმა შესაძლოა მომავალ წელს უნციაზე $2000-ს გადააჭარბოს. ინფლაცია მაღალ დონეებს ინარჩუნებს, რაც ხელს უწყობს მეტალს, რომელიც ხშირად განიხილება, როგორც ტრადიციული ჰეჯირების გზა ფასების ზეწოლის წინააღმდეგ.

"ბაზარი უნდა მიეჩვიოს ინფლაციის გაზრდილ ციფრებს დიდი ხნის განმავლობაში, რაც ოქროსთვის კარგია",- განაცხადა Evolution Mining-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ჯეიკ კლეინმა.

2022 წელს ოქროს ფასი 4%-ით შემცირდა, რადგან ცენტრალურმა ბანკებმა, მათ შორის აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, განაკვეთები გაზარდეს და მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრება დაიწყეს, რამაც მეტალის მიმართ ინტერესი შეამცირა. FS Investments-ის ბაზრის მთავარი სტრატეგის, ტროი გაიესკის თქმით, ფასები აღდგება, როდესაც Fed-ი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ პოლიტიკის შერბილებაზე გადავა.

ხუთშაბათს სპოტ ბუილონი უნციაზე $1765,30-ად ივაჭრებოდა. ფასებმა რეკორდულ $2075,47-ს 2020 წლის აგვისტოში მიაღწიეს. მეტალი ამ დონეს მიმდინარე წლის დასაწყისშიც მიუახლოვდა, სანამ მეორე კვარტალში დაეცემოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რანჯეტა პმკიამი