LIVE

აშშ და ტაივანი ვაჭრობის შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ

18 აგვ 202211:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 419
აშშ და ტაივანი ვაჭრობის შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ

აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ. 

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განმარტებით, სავაჭრო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შემოდგომის დასაწყისში გაიმართება. დისკუსიები შეეხება ვაჭრობის ხელშეწყობას, რეგულირების საკითხებს, ანტიკორუფციულ სტანდარტებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვაჭრობის გაღრმავებას და სხვა საკითხებს.

ტაივანის სავაჭრო მოლაპარაკებების ოფისი ასევე განცხადებით გამოეხმაურა მოლაპარაკებების დაწყებას და აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს კუნძულის ეკონომიკის გაძლიერებას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის გზით და მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას, რათა აშშ-ის ბაზრებზე მსხვილი ადგილი დაიკავონ. ტაიპეის ასევე სურს გაზარდოს საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ტაივანისადმი და კუნძულზე სახსრები და ტექნოლოგიები მიიზიდოს. 

ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები "გააღრმავებს ჩვენს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სავაჭრო პრიორიტეტების განვითარებას, ინოვაციას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნულია ოფისის განცხადებაში.

ოფიციალური დიპლომატიური კავშირების არარსებობის მიუხედავად, ვაშინგტონს სურს გააძლიეროს ტაივანის მიმართ მხარდაჭერა, რადგან კუნძული ჩინეთის მხრიდან გაძლიერებულ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის.

ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივან-აშშ-ის ახალ სავაჭრო ინიციატივას "მტკიცედ" ეწინააღმდეგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია