
Interfax-ის ცნობით, რუსეთის Promsvyazbank-მა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ქალაქში ოფისი გახსნა.
სანქცირებულმა ბანკმა, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აფინანსებს, კუპიანსკში გახსნა ოფისი. Interfax-ის მიხედვით, ბანკი მომსახურებას მომხმარებლებსა და ბიზნესს შესთავაზებს.
Promsvyazbank-მა ადრე ასევე განაცხადა, რომ საბანკო მომსახურებას გაუწევს თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, რომლებიც ასევე ოკუპირებულნი არიან რუსული ძალების მიერ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია