LIVE

გერმანიაში ელექტროენერგიის ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია- კრიზისი ღრმავდება

15 აგვ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
გერმანიაში ელექტროენერგიის ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია- კრიზისი ღრმავდება

ევროპული ელექტროენერგიის ფასები ახალ მწვერვალებს აღწევს. ამასთან, ბუნებრივი აირის ფასი 2.5%-ით გაიზარდა, რაც ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც რეგიონს რეცესიით ემუქრება, კიდევ უფრო გააღრმავებს.

გერმანიაში მომავალი წლის ელექტროენერგიის ტარიფი ევროპულ ენერგიის ბირჟაზე, AG-ზე, 3%-ით 474 ევრომდე გაიზარდა. ეს თითქმის ექვსჯერ აღემატება გასული წლის ამავე დროის ფასს, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში გაორმაგებული მაჩვენებელია.

ბაზარი იმართება ევროპაში გაზის მჭიდრო მიწოდების გამო შფოთებით, რაც ზამთრისთვის ელექტროენერგიის საკმარის მიწოდებას ეჭვქვეშ აყენებს. საფრანგეთის ბირთვული სიმძლავრე უკიდურესად დაბალია. ეს ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას მომდევნო თვეებში ამცირებს. პარალელურად, სიცხის ტალღა მოკლევადიან პერიოდში ამძიმებს ინფრასტრუქტურას.

დანიის Energi Danmark-ის ანალიტიკოსების თქმით, არ არსებობს აშკარა ნიშანი იმისა, რომ ფასები მზარდი ტენდენცია მალე შენელდება.

კონტინენტზე ელექტროენერგიის უპრეცედენტო ღირებულება ზეწოლას ახდენს მომხმარებლებზე და ინდუსტრიაზე. პოლიტიკოსები მთელს რეგიონში განიხილავენ ზომებს, თუ როგორ შეამსუბუქონ მზარდი ხარჯების გავლენა მათ ეკონომიკაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ გილესპი