LIVE

გერმანიამ გაზის საცავების შევსების 75%-იან სამიზნეს ვადაზე ადრე მიაღწია

14 აგვ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
გერმანიამ გაზის საცავების შევსების 75%-იან სამიზნეს ვადაზე ადრე მიაღწია

ქვეყნის მარეგულირებლის ცნობით, გერმანიის გაზის საცავებმა შევსების 75%-იან დონეს ვადაზე ორი კვირით ადრე მიაღწიეს.

"პირველი ეტაპის მიზანი მიღწეულია",- განაცხადა Twitter-ზე კლაუს მიულერმა, გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა.

მიულერის თქმით, შემდეგი სამიზნე 85%-ია, რომელიც 1 ოქტომბრისთვის უნდა შესრულდეს. გერმანიის რეგულაცია ადგენს, რომ საცავები 1 სექტემბერს მინიმუმ 75%-ით სავსე უნდა იყოს, 1 ოქტომბერს 85%-მდე, 1 ნოემბერს კი 95%-მდე.

რუსეთი კვირების განმავლობაში Nord Stream 1-ის მილსადენით გერმანიას გაზს სიმძლავრის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით აწვდის. რუსული Gazprom-ი მიზეზად ტექნიკურ გარემოებებს ასახელებს, გერმანიის მთავრობა კი ამას საბაბად მიიჩნევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია