LIVE

რუსეთი უკრაინაში დაბომბილი ატომური სადგურის შესამოწმებლად დამკვირვებლებს იწვევს

09 აგვ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
რუსეთი უკრაინაში დაბომბილი ატომური სადგურის შესამოწმებლად დამკვირვებლებს იწვევს
Andrey Borodulin/AFP/Getty Images

რუსეთი მზადაა, მიიღოს საერთაშორისო დამკვირვებლები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რომლის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დგას გასულ კვირას განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე “ბირთვული კატასტროფის ძალიან რეალური რისკია” რეგიონში მიმდინარე ბრძოლების ფონზე. ზაპოროჟიეს უბანი ექვსი რეაქტორით, რომლის ღირებულება ათობით მილიარდი დოლარია, რუსული ჯარების მიერ მარტიდან ოკუპირებულია.

კრემლის წარმომადგენელმა IAEA-ში მიიწვია საერთაშორისო მისია ზაპოროჟიეში, რათა “დააკვირდეს ბირთვული უსაფრთხოების მდგომარეობას”,- ნათქვამია ვენაში დიპლომატებისთვის მიწოდებულ ნოტაში.

მისიის გასაგზავნად მხოლოდ რუსეთის ნება საკმარისი არ არის. გასულ კვირას გაეროში გამოსვლისას, IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ესაჭიროება უკრაინის მთავრობის ნებართვა, ასევე უსაფრთხოების გარანტიები საომარ ზონაში.

უკრაინულმა ატომურმა კომპანია Energoatom-მა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა წინადადებას ზაპოროჟიეში საერთაშორისო მისიის გაგზავნის შესახებ.

“მოვუწოდებთ პარტნიორებს, გააკეთონ დემილიტარიზებული ზონა. უნდა შეიქმნას სამშვიდობოების და ექსპერტების მისია IAEA-დან და სხვა ორგანიზაციებიდან”, - განაცხადა Energoatom-ის პრეზიდენტმა პეტრ კოტინმა. 

ზაპოროჟიესა და მის გარშემო 500-მდე რუსი ჯარისკაცია, თუმცა ბირთვულ ობიექტს ჯერ კიდევ უკრაინელი ტექნიკოსები აკონტროლებენ. რეგულატორების თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა კაბელები ახლომდებარე ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურზე, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიას ატომურ სადგურზე გაგრილებისთვის.

ატომური დაშლის შესანელებლად ელექტროენერგიის მუდმივი ნაკადის გარეშე, ბირთვული რეაქტორები დნობის საფრთხის წინაშეა. 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რადიაცია ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა. 2011 წელს იაპონიაში ფუკუშიმას უბედური შემთხვევის შემდეგ ქარხნები ჯერ კიდევ გრილდება და ტოკიოს მთავრობა გეგმავს რადიოაქტიური მასალების ზღვაში გადატუმბვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ტირონი