LIVE

მადრიდსა და ბარსელონას შორის სარკინიგზო მიმოსვლა კაბელის ქურდობის გამო შეფერხდა

08 აგვ 202220:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 492
მადრიდსა და ბარსელონას შორის სარკინიგზო მიმოსვლა კაბელის ქურდობის გამო შეფერხდა

მადრიდსა და ბარსელონას შორის ჩქაროსნული მატარებლის მიმოსვლა დღეს მას შემდეგ შეწყდა, რაც 600 მეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სასიგნალო კაბელი, რომელიც ესპანეთის ორ უდიდეს ქალაქს აკავშირებდა, მოიპარეს.

სარკინიგზო ქსელის ოპერატორის მიხედვით, მოძრაობა Camp de Tarragona-სა და Figueres-Vilafant-ის სადგურებს შორის შეჩერდა. El Pais-ის ცნობით, ქურდობასთან კავშირში 19 წლის მამაკაცია დაკავებული.

რკინიგზის შეფერხება ართულებს ისედაც რთულ საზაფხულო მოგზაურობის სეზონს. სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდსა და ბარსელონას შორის 11:15 საათზე განახლდა, თუმცა შემდგომი შეფერხებები შესაძლოა კვლავ განმეორდეს. ესპანეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის, Renfe-ს განაცხადების მიხედვით, დილის 06:00 საათიდან დილის 11:00 საათამდე 22 მგზავრობა შეჩერდა და 7,200 მოგზაური დაზარალდა.

პარალელურად, Ryanair-ის ეკიპაჟების გაფიცვამ ბარსელონას El Prat-ის აეროპორტში მინიმუმ 10 ფრენის შეჩერება გამოიწვია. გაფიცვები კვირაში ოთხი დღის განმავლობაში 7 იანვრამდე გაგრძელდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალონსო სოტო