LIVE
ვიდეო
03 ივნ, 2022 21:00
ვირტუალური ზონის პირების ნაწილი საქართველოს ბაზარს ტოვებს
1357

ვირტუალური ზონის პირებისთვის საგადასახადო მიდგომის ცვლილება ინვესტორებს აფრთხობთ. შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის დაჯარიმების გამო, კომპანიების 70% უწყებასთან დავაშია, ნაწილი კი საქართველოს ბაზარს ტოვებს. 

ერთ-ერთი ინვესტორი, რომელსაც ასევე საქართველოს ბაზრის დატოვება სურს, ფუალ ალიევია. ირლანდიაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ინვესტორი "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა მის კომპანიას ქონების გადასახადი 15%-მდე გაუზარდა და გასული წლების გადასახადებიც მოსთხოვა.

"შემოსავლების სამსახურმა ჩვენი კომპანიის აუდიტი დაიწყო. გვითხრეს, რომ დოკუმენტურად ყველაფერი რიგზეა და ჩვენთან  პრობლემა არ აქვთ, თუმცა დასძინეს, ვფიქრობთ, თქვენ არა IT, არამედ მარკეტინგული კომპანია ხართო, რის გამოც ჩვენ მოგების გადასახადი გაგვიზარდეს და ძველ დავალიანებაზეც ჯარიმები დაგვაკისრეს. ორი დღეა ველოდებით შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალურ წერილს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იურიდიულად გადმოგვეცემა, ჩვენ მას გავასაჩივრებთ. თუ მიდგომა ისე დარჩება როგორც წინათ იყო, ანუ 5%-იანი გადასახადით, მაშინ დავრჩები საქართველოში. აქ გამოსავალი ძველი პოლიტიკის შენარჩუნებაა, არასტაბილურობა არ გვინდა",- აცხადებს IT Universe LLC-ის დამფუძნებელი, ფუად ალიევი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ვირტუალური ზონის პირები დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულები იყვნენ, შემოსავლების სამსახური უკვე ერთი წელია მათ გადასახადს სთხოვს. მეტიც, კომპანიებს გასული წლების გადასახადსაც სთხოვენ. საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებათ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა ან უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. მიუხედავად ამისა, კომპანიები იმის გამოც ჯარიმდებიან, რომ მათ ქართველი დასაქმებულები არ ჰყავთ ან საქართველოდან არ ოპერირებენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ