"სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, რომ კრიპტო ბაზრის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ერთგვარი ცენტრი გახდეს. ის მთავრობას კრიპტო კოდექსის შექმნის ინიციატივით მიმართავს.
ვაშაძის განმარტებით, საჭიროა ისეთი მარტივი წესები და რეგულაციები, რომლებიც კრიპტოსამყაროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მიმზიდველს გახდის.
„ტრეიდინგით არ ვარ დაკავებული, მაგრამ ვფლობ ამ აქტივებს და უფრო გრძელვადიანად ვუყურებ ამ საკითხს. სხვათა შორის საკმაოდ ბევრი კრიპტო აქტივი მაქვს დაკარგული, ტესტირების რეჟიმში ვყიდულობდი და პაროლები არ მახსოვს.
ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს მთელ მსოფლიოში. მინდა, რომ ამ ინდუსტრიაში არა მხოლოდ აქტივებით, არამედ კონკრეტული შეთავაზებებითაც ვიყო“,- განაცხადა ვაშაძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.
მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ხედვა, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს კრიპტო ინდუსტრია საქართველოში, მთავრობასაც გაუზიაროს. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო მილიარდობით დოლარის შემოსავალს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სებ-ი კრიპტო ბაზრის რეგულაციებზე უკვე მუშაობს.