LIVE
ვიდეო
22 ნოე, 2021 17:26
„ყვითელ დერეფანში“ დაყოვნებები გახშირდა - ბიზნესს შემოსავლების სამსახურთან კითხვები აქვს
1886

იმპორტირებული პროდუქციის საბაჟოზე ე.წ. „ყვითელ დერეფანში“ მოხვედრის შემთხვევები გახშირდა, რაც ბიზნესს პრობლემებს უქმნის. სექტორის შეფასებით, მანკიერი პრაქტიკაა, რომ დაყოვნების მიუხედავად, იმპორტიორი ვალდებულია, განბაჟებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადი გადაიხადოს. 

„დღეს ბიზნესისთვის მტკივნეული ყვითელი დერეფანია. ჩვენ მიერ შემოტანილი 4 ტვირთიდან 3 პირდაპირ ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს კი, კომპანიას მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აგდებს. აღნიშნულ პერიოდში ე.წ. ნაღდი ფულის დეფიციტია და სოლიდური თანხების გადახდა გვიჭირს. დღგ-ს გადასახდელად საბანკო ინსტიტუტებს მივმართავთ“,- განაცხადა საქართველოში The Nort Face-ის წარმომადგენელმა, დავით ჩხეიძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

კერძო სექტორის მსგავსად, შემოსავლების სამსახურთან კითხვები აქვთ აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს. მათთვის ბუნდოვანია ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც იმპორტირებული ტვირთი "ყვითელ დერეფანში" ხვდება. ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მსგავსი პრაქტიკის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხების მობილიზებას ახდენს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ