LIVE
ვიდეო
12 ნოე, 2021 20:05
არასტანდარტული მანდარინის სუბსიდია ₾900 000-მდე გაიზარდა
1075

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების ბიუჯეტი იზრდება. კერძოდ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასაყიდად უვარგისი მანდარინის სუბსიდირებისთვის დამატებით 400 ათასი ლარი გამოყო და შესაბამისად, ჯამში ამ მიმართულებით 900 000 ლარი დაიხარჯება.

ბიზნესის ნაწილისთვის სახელმწიფოს ამგვარი ინტერვენცია მიუღებელია. 

„ჩემთვის მიუღებელია სუბსიდირება, განსაკუთრებით კი, როცა საუბარი არასტანდარტული ე.ი. სარეალიზაციოდ უვარგისი მანდარინის დაფინანსებას ეხება. ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ წარმოებულ პროდუქციაში არასტანდარტული მანდარინის მოცულობა გაიზარდა“,- განაცხადა "აგრო ინვესტ სერვისის" დირექტორმა, ვაჟა მკურნალიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველომ ექსპორტზე 478 ტონა მანდარინი გაიტანა. ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ