ვიდეო
13 სექ, 2021 17:30
თხევადი გაზი ძვირდება - ფასი 2 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა
249

თხევად აირზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და თითქმის 2 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარზე არსებული ვითარებაა. კერძოდ, რუსეთში, რომელიც საქართველოში თხევადი აირის მთავარი იმპორტიორია, მოხმარება გაიზარდა და შედეგად საქართველოში თხევადი აირის დეფიციტი შეიქმნა. 

„გამოსავალი აქ არის ერთი - უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიცირება. ყველა ნორმალური და განვითარებადი ინდუსტრია ცდილობს, არ იყოს დამოკიდებული კონკრეტულად ერთი ქვეყნის პროდუქტზე. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რუსეთზე ვართ დამოკიდებული“,- აცხადებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, თუ  რუსეთში თხევადი აირის მოხმარება შემცირდება და საქართველოში იმპორტის პრობლემა აღარ იქნება, შესაძლოა ფასები დასტაბილურდეს.

სფეროს წარმომადგენლებს თხევადი აირის დეფიციტის გარდა პრობლემას აქციზის განაკვეთშიც ხედავენ. 1 ტონა თხევად გაზზე, აქციზის განაკვეთის ღირებულება 300 ლარით განისაზღვრება, რაც მიახლოებულია ბენზინის აქციზის განაკვეთთან. სექტორის წარმომადგენლების განცხადებით ეს მათ არაკონკურენტულ პირობებში აყენებს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, თხევად აირზე აქციზი შეამციროს. 

მეტის ჩვენება