LIVE
ვიდეო
29 ივლ, 2021 18:31
სავაჭრო ცენტრებში შესაძლოა ვაქცინაციის პუნქტები მოეწყოს
759

უახლოეს ერთ თვეში სავაჭრო ცენტრებში შესაძლოა ვაქცინაციის პუნქტები მოეწყოს. სავაჭრო ცენტრები მზად არიან ვაქცინაციის პუნქტებს საჭირო სივრცე დაუთმონ, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყონ და პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ. პროცესის ადმინისტრირება კი ჯანდაცვის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება. ასეთ პუნქტებში მსურველები ვაქცინის მიღებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.

„ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებს. ეს მხოლოდ ერთი ოთახის გამოყოფა არ არის, საჭიროა მედიკოსების ბრიგადა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვის მექანიზმები. ამ რეგულაციების დახვეწა ხდება. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს და უახლოეს პერიოდში შედგება ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია. თუ ყველაფერი შეთანხმდა, ვფიქრობთ, ვაქცინაციის ცენტრების გახსნა უახლოეს 2-4 კვირაში იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ვაქცინაციის პუნქტები უკვე მოეწყო „ლილო მოლსა“ და „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში. ახლა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას სხვა მოლებიც ელიან. ბოლო კვლევების თანახმად რითეილ სექტორში დასაქმებულების მხოლოდ ათი პროცენტია აცრილი. სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების ოდენობა კი ქვეყნის მასშტაბით 4%-ს არ აღემატება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ